დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი რამდენიმე მიგრანტი კალეს მახლობლად სრუტეში ჩაიძირა.
საფრანგეთის სანაპირო დაცვის სპიკერი ამბობს, რომ განგაში მეთევზემ გამოაცხადა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ კიდევ ხუთი ადამიანი წყლიდან უგონოდ ამოიყვანეს.
ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა საზღვარს მიგრანტების რეკორდული რაოდენობა კვეთს.
როგორც უცხოური მედია წერს, ამ თვის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში გემით 1000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, რაც ახალი რეკორდია.
ამასთანმ შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთიდან არალეგალური მიგრანტების რაოდენობას „მიუღებელი“ უწოდა.











