ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მამას საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ france24-ი ავრცელებს.
„მე ფრანგი ვარ. დედაჩემი საფრანგეთში დაიბადა. ასე რომ, ჩემთვის ეს უბრალოდ იმის დაბრუნებაა, რაც უკვე მაქვს. ეს მე ძალიან მახარებს. არავის შეუძლია უთხრას ბრიტანელ ხალხს, რომ ისინი ევროპელები არ არიან. ევროკავშირთან კავშირები მნიშვნელოვანია“,- აცხადებს სტენლი ჯონსონი.
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.











