დღეს, დაახლოებით, 13.00 საათზე ბორჯომში, ლიკანის დასახლებასთან ახალციხის სამგზავრო მიკროავტობუსი და დისტრიბუციის მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. დაშავებული რვა მგზავრი ბორჯომის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე











