fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბოჟაძე: ოპოზიციის მხრიდან პანიკა პოლიტიკურად გაზვიადებული და დაორგანიზებულია

14:27 მაისი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
769
ნახვა

“ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურად დაორგანიზებული და გაზვიადებულია „პანიკა“, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში მიღებული ცვლილებებით საფრთხე ემუქრება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ან აქციების და მანიფესტაციების ჩატარებას. ეს უფლებები კონსტიტუციით არის გარანტირებული და მათ რეალიზებას წინ ვერაფერი დაუდგება. ასევე არ მგონია, რომ რომელიმე სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტი წვრილმანი ხულიგანია ან აუცილებლად კანონდამრღვევია”, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია ასევე, საკონსტიტუციოს სასამართლოს 2020 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და ის ფაქტი, რომ პროექტი მაშინ დარეგისტრირდა, როდესაც ოპოზიციამ ვალდებულება აიღო შესულიყო პარლამენტში.

,,ანუ, განხილვების დროს ოპოზიცია („ნაციონალური მოძრაობის“ გარდა) უკვე პარლამენტში იყო. ახლა რაც შეეხება იმას, საერთოდ რატომ შეიძლება გახდეს საჭირო პირის დაკავება: პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ პირის დაკავებას უნდა ჰქონდეს კონკრეტული საფუძველი, რაც ნიშნავს, რომ უსაფუძვლო დაკავების უფლება არავის აქვს. წარმოვიდგინოთ, რომ პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის დასახლებულ პუნქტში, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და არ ემორჩილება პოლიციას, ეს ყველაფერი სამართალდარღვევაა. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ერთადერთი გზაა პირის დაკავება, რათა აღიკვეთოს ეს დარღვევა.

ამ შემთხვევისთვის კანონი ამბობს, რომ დაკავებული პირი სასამართლოს წარედგინება:
1. პირველი შესაძლებლობისთანავე (როდესაც ეს შესაძლებელია);
2. არაუგვიანეს 24 საათისა, როდესაც ვერ ხდება წარდგენა პირველივე შესაძლებლობისთანავე;
3. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 24-საათიანი ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი, წერილობით ასაბუთებს დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.

ეს ვადები კი საჭიროა იმისთვის, რომ პოლიციამ გამოკითხოს მოწმეები, ამოიღოს კამერის ჩანაწერები და ა.შ., რომ სასამართლოს დაუმტკიცოს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. იქნებ ვინმემ მითხრათ, რაშია აქ პრობლემა? არ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი? კიდევ ერთხელ ვადასტურებ ყველა კონსტიტუციური უფლების რეალიზების სრულ მხარდაჭერას, ვდგავარ სიტყვის და გამოხატვის უფლების სადარაჯოზე“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

თეგები: ვლადიმერ ბოჟაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას არავითარი პრობლემა არც ახლა და არც მომავალში პენიტენციარულ სისტემაში არ შეექმნება

ნოემბერი 12, 2021
799
პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: გულიანად გაგვაცინა თაკო ჩარკვიანმა, თურმე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ იქნება

ივლისი 9, 2021
803
საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე გახარიაზე – კაცი რომელიც კანონის უზენაესობის არ აღსრულების გამო პრემიერ-მინისტრობიდან გაიქცა და ლამის მართლა ჩამოშალა სახელწიფო, დღეს ამ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს

ივლისი 7, 2021
828

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია