დღეს გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ყველაზე მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყება.
ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინით აიცრება.
BBC-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ვაქცინას 80 წელს გადაცილებული ადამიანები, ექიმები, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები და იქ მომუშავე ადამიანები მიიღებენ.
ვაქცინაცია 800 000 დოზით დაიწყება. ბრიტანეთმა, საერთო ჯამში, ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.