“აშშ-ს საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც გახარიას გუნდმა მხარი არ დავუჭირეთ ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებს”,- ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს.
“სრულიად ლოგიკურია ასეთი კრიტიკული შეფასება მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, ფართო კონსესუსის თუ ჩართულობის და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიიღო ცვლილებები. რა თქმა უნდა ამ ფორმით და მითუმეტეს არსებულ პოლარიზებულ გარემოში ცვლილებების განხორციელება კოდექსში, რომელიც უკვე აღიარებული ფაქტია, რომ უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, აჩენს ბუნებრივ კითხვებს ცვლილებების მიზნებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არ დაუჭირა ჩვენმა გუნდმა მხარი ამ საკანონმდებლო ინიციატივას.
მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები უფლებამოსილების გადამეტების რისკების გადაზღვევის გარეშე და მითუმეტეს ნაჩქარევად არ უნდა ხორციელდებოდეს. კარგი იქნება თუ ოპოზიცია სხვა დროს მეტი ყურადღებით მოეკიდება ამგვარ საკითხებს”,- ცხადებს დეპუტატი.










