ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება. პრეზიდენტი მომავალ კვირას პარლამენტს დაითხოვს.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, კარგად განსზაღვრონ საკუთარი პრიორიტეტები და ქვეყნის კეთილდღეობისთვის გაერთიანდნენ.
„ჩვენ ვგეგმავთ პარლამენტის დათხოვას, მაგრამ თუ ხმის მიცემის შემდეგაც ვერ შევძლებთ მთავრობის ფორმირებას, ბულგარეთი არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ინსტიტუციურ კრიზისშიც შევა“,- განაცხადა რუმენ რადევმა.











