პარლამეტნის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმაურება.
„ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ბუნებრივი ბარიერით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში შემოვლენ პარლამენტში, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ,რომ ბუნებრივი ბარიერით უკვე ჩატარდა არჩევნები, მთ გადალახეს ზღვარი, ამიტომ მათ შეუძლიათ შემობრძანდნენ პარლამენტში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „რეპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ მას ექნება შესაძლებლობა, ხმა მისცეს კანონპროექტს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, თავს უფლებას არ მისცემს, რომ ასეთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიღოს.











