fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩაერთონ და საკუთარი ბრალდებები დაადასტურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ ეს ბრალდებები აღარ არსებობს – თალაკვაძე

17:51 თებერვალი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
833
ნახვა

ვიდრე კომისია დაიწყებს საქმიანობას, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შემდგომი პერიოდი ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის, რათა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ოპოზიციის მაქსიმალური მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საკითხი შეისწავლოს.

„გახსოვთ ჩვენი პირობა საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტის საქმიანობის დაწყებისთანავე, საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეისწავლიდა, ვინაიდან ჩვენ მაშინაც მიგვაჩნდა და დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის ბრალდებები გახლდათ უსაფუძვლო.

დღეს ჩვენ პრინციპულად მზად ვართ და გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, რომ ოპოზიციასთან ერთად შევისწავლოთ ეს საკითხი. მათივე პრეტენზიები საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოვიკვლიოთ და დავდოთ მიუკერძოებელი დასკვნა. ჯერჯერობით, რასაც ვისმენთ საჯაროდ, არის ერთადერთი კონტრარგუმენტი – ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი აცხადებს, რომ რაღა აზრი აქვს კომისიის შექმნას, ყველაფერი უკვე გადასწორებული აქვს ხელისუფლებას ოქმებშიო და შესაბამისად დარღვევების აღმოჩენა ვეღარ მოხდებაო.

ამ ღიმილისმომგვრელ არგუმენტზე, მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ როგორც თავდაპირველი დათვლის ოქმები, ასევე დათვლიდან ძალიან მოკლე ხანში გაკეთებული შესწორების ოქმები არის ხელმოწერილი ოპოზიციური პარტიების 11 ათასამდე წარმომადგენლის მხრიდან. თუ ასე არ არის, მათ შორის ამის გადამოწმებაც შეუძლია საგამოძიებო კომისიას. მაგრამ ეს ასეა და შესაბამისად, არგუმენტი, თითქოს ყველაფერი შესწორებულია, რა თქმა უნდა, გახლავთ აბსურდული, რადგან შესწორების ოქმებს, სადაც ასეთი არსებობს, ყველგან ახლავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ხელმოწერები. თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის გაკეთებული, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამის გადამოწმებაც მარტივად შეუძლიათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე მიმართავს ოპოზიციის წარმომადგენლებს, აიღონ პასუხისმგებლობა, ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში და საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ.

„მე კიდევ ერთხელ მივმართავ, განსაკუთრებით ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვისი მთავარი არგუმენტიც არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციასთან დაკავშირებით გახლდათ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მათ აიღონ პასუხისმგებლობა, ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში და საკუთარი ბრალდებები დაადასტურონ ფაქტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კი კომისიის საქმიანობა დასრულდება, ჩვენ ჩავთვლით რომ ეს ბრალდებები უბრალოდ აღარ არსებობს“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

თეგები: არჩილ თალაკვაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას და განახლებას ცდილობენ, მისი განახლება შეუძლებელია! – არჩილ თალაკვაძე

დეკემბერი 3, 2021
771
პოლიტიკა

მინდა, ოპოზიციონერ კოლეგებს, გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა – არჩილ თალაკვაძე

ნოემბერი 15, 2021
969
პოლიტიკა

თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა, რაც შეიძლება მეტი HA HA

ოქტომბერი 1, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია