8 წლის გოგონა დაიღუპა ჩეხეთში, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი 15 წლამდე ბავშვია. ამის შესახებ დღეს ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროში ოფიციალურად განაცხადეს.
მანამდე, გასული წლის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ კოვიდინფიცირებულ მშობიარეს გარდაცვლილი ჩვილი შეეძინა, თუმცა მოგვიანებით ეს მონაცემები ჯანდაცვის ოფიციალური სტატისტიკიდან წაიშალა.
მთლიანად ჩეხეთში ვირუსმა 21 128 ადამიანი იმსხვერპლა. მათგან თექვსმეტი 30 წლამდე იყო, ყველაზე ასაკოვანი კი – 110 წლის ქალბატონი. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 78 წელია.
ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულია 158,5 ათასი, მათგან 8231 ჰოსპიტალიზებულია.











