ჩეხეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო ნაწილობრივი კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
იხურება სკოლები, ბარები და კლუბები. სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ასევე, აიკრძალება 6 ადამიანზე მეტის შეკრება და საჯარო სივრცეებში ალკოჰოლის მიღება.
ჩეხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე COVID-19-ით 1,106 ადამიანი გარდაიცვალა.
მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჩეხეთში ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია.











