ენმ-ს ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაზე საუბრობს.
„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, ჩემზე და ჩემს ოჯახის წევრებზე, მათ შორის 21 წლის შვილზე, უკანონო თვალთვალისა და ფარული მიყურადების შესახებ ინფორმაცია. მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, კოსტავასა და ყაზბეგის გამზირზე, ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, რომლის ნომერიც გვაქვს. რამდენიმედღიანი კვლევის შედეგად, გავარკვიეთ რომ ეს მანქანა ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს- პეტრიაშვილს, რომელიც მუშაობს გლდანის პირველ განყოფილებაში.









