პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და რუსეთი კორონავირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ,- ამის შესახებ ევროკომისიის ანგარიშშია საუბარი. ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს.
„ამ დროს უმოქმედობა ძალიან საშიში იქნება. პანდემიამ ცხადყო, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება სერიოზული ზიანი, ხალხის სიკვდილი და გადადგმული ნაბიჯების გავლენის შესუსტება გამოიწვიოს“,- განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ივერა იუროვამ.
ევროკომისიის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან რუსეთი და ჩინეთი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის კამპანიაში მონაწილეობენ.
ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის პერიოდში უპრეცედენტო „ინფოდემიას“ ჰქონდა ადგილი, რასაც უფრო დიდი გავლენა ჰქონდა კარანტინის პერიოდში, როდესაც ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო სოციალური მედია იყო.











