ჩინეთის ხელისუფლებამ ანსინის ოლქში (ჰუბეის პროვინცია) ახალი კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო მკაცრი კარანტინის რეჟიმი კვლავ აღადგინა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ანსინის ოლქში 400 000 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობას სახლის დატოვება მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში შეუძლიათ. ოჯახიდან ერთ წევრისთვის, დღეში ერთხელ, საჭირო ნივთების საყიდლად, გარეთ გასვლა ნებადართულია.
ანსინის ოლქი პეკინიდან 150 კილომეტრში მდებარეობს. ჩინური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც პეკინში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, ათ უბანში კარანტინი გამოაცხადეს, ოლქში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ:
გერმანიაში, ვარენდორფისა და გუტერსლოუს რაიონებში საყოველთაო კარანტინი ხელახლა გამოცხადდა.
ესპანეთში, პროვინცია უესკაში კორონავირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო, საკარანტინო რეჟიმი კვლავ ამოქმედდა.
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.











