ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება WHO-ს დატოვების შესახებ უნილატერალიზმის გამოვლინებაა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
„გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების სფეროში WHO ყველაზე ავტორიტეტული და პროფესიული საერთაშორისო ინსტიტუტია.
ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლა ზიანს მიაყენებს განვითარებად ქვეყნებს, რომლებსაც საერთაშორისო მხარდაჭერა ესაჭიროებათ“, – განაცხადა ლიცზიანმა.
შეგახსენებთ, რომ WHO კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მიზნით, ჩინეთში სამუშაო ჯგუფს გზავნის.
ასევე, 7 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს.











