ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებაზე პასუხისმგებლობას ინდოეთს აკისრებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათი თქმით, ინდოეთმა ორ ქვეყანას შორის მიღწეული კონსენსუსი ცალმხრივი პროვოკაციით დაარღვია.
ცნობისთვის, 16 ივნისს, ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის შეტაკების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ – ინდოეთ-ჩინეთის სასაზღვრო დავა – ხანგძლივი კონფლიქტის ისტორია











