მეცნიერებმა ჩინეთში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს შეუძლია ადამიანის დაინფიცირებაც.
მკვლევარები პროგნოზირებენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება.
მეცნიერების განცხადებით, მას „ყველა ნიშანი” აქვს, რომ ადაპტირდეს და ადამიანებზე გავრცელდეს, რადგან ვირუსი ახალია, ადამიანების მეტ ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტი არ ექნება.
ვირუსი, რომელსაც მკვლევარები G4EAH1N1 უწოდებენ, აზიანებს სასუნთქ გზებს. მეცნიერების თქმით, აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე დადასტურდა ჩინეთში იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სასაკლაოებსა და ხორცის ქარხნებში.











