ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, მცირე დოზა შეკვეთილია – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ჩინური ვაქცინა როგორც ვიცით, არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას, როგორც „ასტაზენეკას“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს-პლატფორმასთან“.
ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები.
პირველი ეტაპისთვის, პირდაპირ მომწოდებელთან მცირე დოზა უკვე გვაქვს შეკვეთილი, ეს არის 100 000 ვაქცინა და უკვე კოვაქს-პლატფორმიდან ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება დამატებით საჭირო ვაქცინებზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.










