ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა საზოგადოებაში მაღალია, რადგან ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული.
ტიკარაძის განცხადებით, მართალია ჩინურ ვაქცინას ჯანმოს აკრედიტაცია არ აქვს, მაგრამ მას მკაცრი მარეგულირებლის – უნგრეთის აკრედიტაცია აქვს.
„ჩინურ ვაქცინას აქვს მკაცრი მარეგულირებლის – უნგრეთის აკრედიტაცია. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. რაც შეეხება ჯანმოს აკრედიტაციას, ჩინური ვაქცინა ელოდება ამ გადაწყვეტილებას. გვაქვს კომუნიკაცია ჯანმოსთან, მივიღებთ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მოვიქცეთ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოსახლეობა მიიღებს დამატებით ინფორმაციას, თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია, ვინაიდან ის ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და ესეც არის გასათვალისწინებელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.











