ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში.
ქრისტიანები და მუსლიმანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების მიზეზი, სოფელში მუსლიმანების სალოცავის აშენების სურვილია, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ.
დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, დაშვებულთაგან ერთს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდება.
„ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა, კონფლიქტი განიმუხტა. დაშავებულია ორი ახალგაზრდა, მათგან ერთი არის არასრულწლოვანი, 17 წლის. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. სამწუხაროა, რაც მოხდა.
მე მოვინახულე კლინიკაში დაშავებულები. სტაბილურად არიან, არაფერია საშიში და საგანგაშო.
ხვალ გავაგრძელებთ თემასთან დაკავშირებით კოორდინირებულ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.











