ჩრდილოეთ ირლანდიაში კოვიდის ინდური შტამის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„ეს სიახლე არ ყოფილა, ამას ველოდით და გეგმაც უკვე არსებობს. ინდური შტამის შემთხვევების დაფიქსირება არ ნიშნავს, რომ ის ჩრდილოეთ ირლანდიაში დომინანტური გახდება. აღნიშნული ხაზს უსვამს პრევენციული ზომების საჭიროებას კოვიდთან მიმართებაში“,-განაცხადა ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარმა ექიმმა, მაიკლ მაკბრაიდმა.











