fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩუღურეთის გამგეობა ჩუბინაშვილის 52-ში მდებარე შენობაში შეჭრილ მოქალაქეებს ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს

12:14 იანვარი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
769
ნახვა

ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ, ჩუბინაშვილის 52 / კონსტიტუციის ქუჩის 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში შეჭრილ, იძულებით გადაადგილებულ და ასეთი სტატუსის არმქონე სხვა პირებს გამგეობა კერძო საკუთრების დატოვებას და სანაცვლოდ, ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, შენობაში შეჭრილი ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, თავის დროზე დაკმაყოფილებულები არიან სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართებით და ფულადი კომპენსაციებით.

„აღნიშნული შენობა-ნაგებობა, რომელიც პრივატიზებულია კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით და ამჟამად კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული. მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც თავის დროზე სახელმწიფოსგან საკუთრებაში აქვს  გადაცემული საცხოვრებელი ფართები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიღებული ფულადი კომპენსაციები. ვგულისხმობ იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა წინაშე სახელმწიფომ თავის ვალდებულება პირნათლად შეასრულა. მათთან ერთად, შენობა უკანონოდ აქვთ დაკავებული ზემოაღნიშნული სტატუსის არ მქონე პირებს, რომლებიც ასევე უხეშად არღვევენ კანონს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, რამდენჯერმე შევხვედით ამ ოჯახებს და არაერთხელ განვუმარტეთ, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დატოვებენ სხვის საკუთრებას“, – განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა.

მისივე თქმით, გამგეობამ აღნიშნული ოჯახებისთვის უკვე მოიძია ფართები ქირით.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს აშკარა კანონდარღვევასთან, ჩვენთვის პრიორიტეტია ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს, მით უმეტეს, რომ ამ ოჯახებში მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ. შესაბამისად, ყველა ამ ოჯახს მიეცა განმარტება, მათ შორის,  წერილობითაც, ასევე, დაპირება, რომ მათ ექნებათ ქირით უზრუნველყოფილი ფართები. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოიძიეს ფართები, სადაც შეიძლება გადავიყვანოთ აღნიშნული ოჯახები“, – აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ჩუღურეთის გამგებლის ინფორმაციით, აღნიშნული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე კომპანიამ სურვილი გამოთქვა, ფინანსურად დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან ქონება ან ფულადი დახმარება არ მიუღიათ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ზემოთხსენებულ პირებს, მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირობების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ დაიწყონ უკანონოდ დაკავებული ფართების დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მივმართოთ შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

თეგები: ბინები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

როგორ ავარჩიოთ ბინა თბილისში

ოქტომბერი 27, 2021
788
ეკონომიკა

274 დევნილ ოჯახს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

ოქტომბერი 20, 2020
875
პოლიტიკა

900-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე დავუკანონეთ – კახა კალაძე 

სექტემბერი 23, 2020
956

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია