პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ “გირჩი” “ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესრულებაში ეხმარება.
“მანდატები დროებით გადაიდო, სანამ მოლაპარაკების პროცესი დასრულდება. გააჩნია როგორ დასრულდება, მე მგონია, რომ პოზიტიურად და მთელი ოპოზიცია იქნება პარლამენტში. ამისთვის საჭიროა, რომ მათ ისეთი მოთხოვნა დააყენონ, რომელიც სამართლიანია ფასილიტატორების თვალში. ჩვენი პარლამენტში შესვლის საკითხი უკავშირდება პროპორციულ არჩევნებს, რომელზეც ოპოზიციაც თანახმა იყო და ხელისუფლებამ საერთოდ დაპირება გასცა. ჩვენ ახლა “ქართულ ოცნებას” ვეხმარებით ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესრულებაში, მაგრამ თვითონ არ უნდათ,” – აცხადებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს










