fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე – საფრანგეთის ელჩი პრემიერს 

14:22 მარტი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
814
ნახვა

საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ  დინამიურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

დიეგო კოლასმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

საუბარი შეეხო კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში, საქართველოს მთავრობის  ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ურთიერთობების გაცოცხლება, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების შემდგომი განვითარება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

„გვქონდა ძალიან საინტერესო და დატვირთული შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები და დემოკრატიის ხარისხის შემდგომი ამაღლებისკენ გამიზნული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა, ასევე ინსტიტუციური კონსოლიდაციის საკითხები.

გარდა ამისა, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს განვითარების საკითხები. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ასევე დახმარებას ეკონომიკის განვითარებაში და  ადამიანებს შორის კონტაქტების განმტკიცებაში საფრანგეთსა და ზოგადად, ევროპასა და საქართველოს შორის“, – განაცხადა დიეგო კოლასმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

 

თეგები: პრემიერი

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

პრემიერი – რუსთავში ახალი საწარმო შენდება, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

ივლისი 14, 2020
863

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია