ეკონომიკური კრიზისის პირობებში რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომლიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რუსთავში, „ქართული ტექსტილის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან ერთად არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქ, ზუსტად 4 თვეში შეიქმნება 3 000 სამუშაო ადგილი, საწარმო ამოქმედდება. ეს სერიოზული მიღწევაა რეგიონისთვის და ქალაქისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.









