„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული.
„კაი დღეა, ჩვენ „ევროპული საქართველო“ კმაყოფილები ვართ. ეს აჩვენებს საზოგადოებრივ ძალას, მაგრამ შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ არის შესრულებული. სანამ ერთი პოლიტპატიმარიც კი, (ამ შემთხვევაში გიორგი რურუაა პოლიტპატიმარი) რომლის გათავისუფლებაც იყო შეთანხმების ნაწილი, ეს არ არის შესრულებული.
ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საზოგადოების წნეხით და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამ სარისკო ვითარებიდან ქვეყანა დანაკარგების გარეშე გამოვიდეს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო. კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 2020 წლის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება.











