„ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება ყველასთვის საერთო გადაწყვეტილება უნდა იყოს.
„ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ეს კაცი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია საშიში ტენდენცია, სრული მონოპოლიზაციის ძალაუფლების, დაშინების და გაჭირვუბული ადამიანების მოსყიდვის. ჩვენი ვალია, ყველა ერთიანად დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, მათ შორის ბოიკოტით, მთ შორის იმით, რომ შემდგომი დღეების, კვირეების განმავლობაში ამ საკითხში იყოს სრული ერთიანობა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
ცნობისთვის, ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 3.78%-ი მიიღო. ჯამში პარტიამ პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა.











