პოლიტიკური პარტია გირჩის, ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას, ასეთი განცხადება გააკეთა :
„ქართული ხელისუფლება დამალულია და არაფერს საუბრობს. ეს კრიზისი გამოწვეულია ულაპარაკობით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო.
„მათ ისე მიიყვანეს მეორე ტურამდე ვითარება, რომ პასუხი არ თქვეს მოლაპარაკების მაგიდის ფარგლებში. ჩვენ ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან ველოდებით მათ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და მომავალი არჩევნებისთვის უკეთესი საფუძველი შექმნან.










