ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია უარყოფს, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის დაგვიანება, ქვეყნის მზაობის არარსებობას უკავშირდება.
„დღეს, „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები ვაქცინის მისაღებად. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ „კოვაქსს“ და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადებისთვის, რომელიც გაჟღერდა. იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული „კოვაქსისგან“ და ესაა 22 თებერვლის წერილი, გადავადების მიზეზი ცალსახადაა მითითებული. ესაა Pfizer-ის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











