ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ საქართველო – ნატო-ს ურთიერთობებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.










