ყველა ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ დგას ძალიან მყარად და გუნდი არის ძალიან მყარი და კონსოლიდირებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საუბრობენ, რომ თითქოს რაიმე პრობლემებია. ყველა პოლიტიკური პარტია სათითაოდ იშლება – „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და ა.შ. მგონი, ყველამ თავის პოლიტიკურ პარტიას უნდა მოუაროს – ჩვენ მოვუვლით ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, მათ მოუარონ თავინთ პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა კობახიძემ.











