“ჩვენი პარლამენტში შემოსვლის მიზანი არ არის, რომ ვინმე ან კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს ან რაიმე თანამდებობა დაიკავოს’, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ თანამდებობებისთვის არ შემოვსულვართ, შემოვედით კონკრეტული ბრძოლისთვის, რომელიც მოემსახურება ამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და ჩვენი მხრიდან არც დასმული იქნება ეს საკითხი, არც მოთხოვნილი და არც დათანხმება იქნება რაიმე თანამდებობაზე“, – განაცხადა ბოტკოველმა.










