“ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის და ახლაც მზად ვართ, მოლაპარაკებების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
„მხოლოდ ულტიმატუმი, რომ არჩევნები ჩატარდეს თავიდან და მანამ ყველა მოთამაშე არ იქნება კმაყოფილი, ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს. სხვა ყველა ტიპის მოლაპარაკებაზე ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ ახლაც. ველოდებით რომ გამოიძებნება რაღაც წერტილები ამისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.










