fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას- დენის შმიგალი

14:22 აგვისტო 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
768
ნახვა

უკრაინას და საქართველოს აერთიანებთ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები ხალხებს შორის, რომლებიც ერთობლივ ფასეულობებსა და ინტერესებს ემყარება,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მისცემთ, რომ პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე მოახდინონ ფოკუსირება.

„მინდა, მივესალმო და მივულოცო ბატონ პრემერ-მინისტრს პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში და მადლობა გადავუხადო, რომ ის დამთანხმდა, მონაწილეობა მიიღოს „ყირიმის პლატფორმის“ საინაუგურაციიო სამიტში. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგის, მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოვახდინოთ ფოკუსირება ჩვენი პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით.

დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი – უსაფრთხოების, საგარეო პოლტიკური შემადგენლობიდან დაწყებული, ვაჭრობისა და ეკონიმიკურ სფეროში თანამშრომლობით დამთავრებული.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის, აგრეთვე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტიური პოზიციისთვის. რუსეთის ფედერაციიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული იმ დროს, როდესაც უკრაინამ დააფუძნა წინააღმდეგობის ახალი ფორმატი – „ყირიმის პლატფორმა“. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ, რომ აუცილებელია, იყოს კონსოლიდირებული ძალისხმევები, რაც უკავშირდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

თეგები: დენის შმიგალიუკრაინაუკრაინა-საქართველო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაირღვა, დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო – უკრაინული მედია

თებერვალი 19, 2022
853
მსოფლიო

ბაიდენი: პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს

დეკემბერი 9, 2021
875
მთავარი ამბავი

უკრაინა საქართველოს მიმართავს – “მიუღებელია სააკაშვილის მიმართ ძალადობის გამოყენება”

ნოემბერი 12, 2021
809

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია