„თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 7 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენ ყოველწლიურად ვეხმარებით ოჯახებსა და ადამიანებს, რომელთაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ეს ადამიანები და ოჯახები ქირით გაგვყავს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ“ – ამის შესახებ კახა კალაძემ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მერმა იმ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, 2021 წელს, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას 350 მილიონი ლარი მოხმარდება.
„ჩვენ კარგად გვესმის არსებული სოციალური ფონი, პანდემიის პირობებში არსებული სოციალური მდგომარეობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ არც ერთი ადამიანი არ დავტოვოთ მარტო პრობლემების პირისპირ. მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, მაგრამ კანონი ყველასთვის უზენაესი უნდა იყოს“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა.











