ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დიალოგი დასრულდეს წარმატებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიულის საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„როდესაც ამ განცხადებაზეა საუბარი ჩვენ ვიცით, რომ მხარეებს აქვთ პოზიცია და ამას დაახლოება სჭირდება, იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს. ასეთი დაახლოებისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რაც ჩვენ სამართლებრივ პრინციპებს შეესაბამება,“ – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უმრავლესობის წარმომადგენლებს: ირაკლი კობახიძეს, კახა კუჭავასა და არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.











