იქნებ, პროვოკაციაა ან იქნებ, მართლაც სხვებმა გადააკრეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„რა ინტერესი უნდა გვქონდეს, როდესაც გვყავს საერთო პოლიტიკური მტერი, მოწინააღმდეგე „ქართული ოცნება”, როდესაც სამომავლოდ ჩვენ უნდა ვიყოთ კოალიციურ ხელისუფლებაში და ეს ქვეყანა ერთად უნდა ვმართოთ.
მე არ მგონია ასე იყო. ამიტომ, რაღაც პროვოკაციაა. ყოველ შემთხვევაში, დღეს, რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა, წყალს არ ასხამს ოპოზიციის წისქვილზე, ამიტომ ხანდახან სჯობს, თავი შევიკავოთ. მე ამ პოლემიკის გაგრძელებას არ ვაპირებ. ჩვენ გვყავს საერთო სამიზნე, ეს არის ჩვენი მოწინააღმდეგე, გაკოტრებული და წარუმატებელი ხელისუფლება,“ – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, გიგი უგულავამ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე მათი ბანერების გადაკვრაში დაადანაშაულა.
გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ – ხომ გაგიგიათ, „პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო“









