კონსტიტუცია ფაქტობრივად მიღებულია, – ესაა ბოიკოტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის პირველი კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
მივესალმებით საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით მიღებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მივესალმებით დამოუკიდებელი დეპუტატებისა და ოპოზიციური ფრაქციების მონაწილეობას ამ პროცესში.
ივანიშვილს არ აქვს არანაირი პოლიტიკური რესურსი, რომ მეორედ გაბედოს ხალხის, პარტნიორების და ოპოზიციის მოტყუება. კონტსიტუიტუცია ფაქტობრივად, მიღებულია, დარჩა მესამე კენჭისყრა. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მესამე მოსმენით კენჭისყრაში, იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმება მთლიანად შესრულდება. დარჩა ერთი პატარა ნაბიჯი გადასადგმელი – ივანიშვილმა გიორგი რურუა გაათავისუფლოს და ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური წონა და ძალა ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით განხილვის შემთხვევაში“, – ამბობს გოცირიძე.
ასევე ნახეთ: მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა
- „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და ანტიდასავლური ძალა – კობახიძე
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება – თალაკვაძე
- კანონპროექტს საფრთხე აღარ ემუქრება – თამარ ჩუგოშვილი
ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც მიიღო.











