ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები „საერთო სასამართლოების კანონში“ შესატან ცვლილებებზე, ხელისუფლებას მოუწოდებენ გაითვალისწინონ და მოითხოვონ, ვენეციის კომისიის დასკვნა.
„ჩვენ წინა განცხადებებში მუდმივად მივმართავდით ხელისუფლებას, რომ შეეცვალათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის სამართლებრივი სტრუქტურა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა აღმოიფხვრას ხარვეზები, რომლებიც ბოლო შერჩევის პროცესში იყო.
ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სურვილს, შეიტანონ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და ხაზს ვუსვამთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას, რათა უზრუნველყონ საზოგადოების ნდობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიუკერძოებლობაში და დამოუკიდებლობაში. ამდენად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოითხოვოს ვენეციის კომისიის დასკვნა შემოთავაზებულ ცვლილებებზე, სანამ მათ მიიღებს,”- წერია განცხადებაში.











