ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას.
„საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის მნიშვნელოვანი მომენტი,მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, ქვეყანაში უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების მიზნით. გილოცავთ ყველას! ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას არჩევნების შემდგომ მომზადებაში”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით დაამტკიცეს.











