საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებისა და დავით გარეჯის თემა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
„ჩვენ რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად გავაკეთეთ. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა კარგად იციან, რომ ყველა პირობა მოლაპარაკების მაგიდასთან დავდეთ. ახლა ოპოზიციის გადასაწყვეტია, თავიანთ პროცესს სად გააგრძელებენ – ქუჩაში თუ პარლამენტში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია.









