პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ქვეყანა ოლიგარქს გადააბაროს. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის გაერთიანდნენ.
„გამარჯობა და გამარჯვება, ქართველებო. მადლობა თითოეულ თქვენგანს აქ მოსვლისთვის. აქ დგომა არის სინამდვილეში ძალიან დიდი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის. წამოსვლამდე თვალ-ყურს ვადევნებდი სამთავრობო ტელევიზიებს, უნდათ სახლში დაგვტოვონ და გული გაგვიტეხონ, გული გაგვიბზარონ.
იძახიან, რომ ეს იმ პარტიის აქციაა, ეს ამ პარტიის აქციაა, მარტო იმ პარტიის ხალხია, მარტო ამ პარტიის ხალხია, პასუხად უნდა ვთქვათ, ჩვენ სახლში დავტოვეთ ჩვენი პარტიები და აქ ერთი დიდი პარტიის წევრები ვართ ყველანი, ეს პარტია არის ჩვენ საქართველო, ჩვენი სამშობლო რომლისთვისაც ბრძოლა, შეუპოვრობა და აქ დგომაც ღირს“,-განაცხადა ელისაშვილმა.











