ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ და დავამტკიცებთ ამ კანონპროექტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმნჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, რომლითაც საზოგადოების უსაფრთხოებაცა და პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იდეალურად იქნება დაცული.
„მივიღებთ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით, იმ იდეალურ წერტილში, სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება იდეალურად დაცული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად.











