ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ბოდიშის მოლოდინი არ აქვს.
„სიმართლე გითხრათ, მე ასეთი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებები მომისმენია. ბევრი შეურაცხყოფა მივიღე პირადად მე ამ არჩევნების შემდგომ პერიოდში, ასევე დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოდიში არ ასწორებს არაფერს, ყველაფერს ასწორებს სიმართლე. ჩვენ ვართ ძლიერები, რადგან ვართ მართლები”, – განაცხადა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს მოუწოდებენ, თამარ ჟვანიას წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, მას ბოდიში მოუხადონ.











