“მთელი დღეა ლაფს გვასხამენ, შესვლისთვის იბრძვიანო, შესვლა რომ მინდოდეს ვიტყოდი ,რომ შევდივარ და მორჩა”- აცხადებს პარტია მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
“მე მინდა შეთანხმება გადავარჩინო, რომლის ჩასაშლელადაც „ევროპული საქართველო ყველაფერს აკეთებს. მინდა, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგეს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის,”- აცხადებს იოსელიანი
მისი თქმით მხოლოდ პარტია მოქალაქეების შესვლით პარლამენტში, ვერ გააფორმებს ხელისუფლება, რომ ოპოზიცია შესულია.
“ჩვენ ვერ ვიქნებით მთელი ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამეტში. ჩვენ რომც შევიდეთ, ვერ გააფორემებს ამას ქართული ოცნება, რომ ოპოზიცია შემოვიდა”- აცხადებს ლევან იოსელიანი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”











