ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან ხელისუფლების ფორმირებაზე კონსულტაციებს იწყებენ.
„პალალელურად ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე. იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც საბოლოოდ უნდა ჩამოაშოროს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.











