“ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით არსებითად იმ სახით დამტკიცდება, როგორც იყო ინიცირებული, დანარჩენი ვნახოთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. დღეს იყო გარკვეული კონსულტაციები, ეს გაგრძელდება. ორ კვირაში გაიმართება მეორე მოსმენა და მეორე მოსმენამდე შეიძლება გარკვეულ საკითხებზე პოზიციების შეჯერება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა,
“ჩვენ ვმოქმედებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, რომელშიც წერია, რომ ამნისტიის შესახებ კანონი უნდა იქნას მიღებული და ეს კანონი უნდა შეეხებოდეს ყველას. რაც შეეხება უარის შესახებ დათქმას, შარლ მიშელის დოკუმენტი თავისთავად ითვალისწინებს იმას, რომ მხარეები უნდა იყვნენ თანახმა ამ დოკუმენტის პირობებზე. თუ ვინმე უპირისპირდება მიშელის დოკუმენტს, უპირისპირდება მათ შორის, ამნისტიას, ბუნებრივია, მასზე შეიძლება არ გავრცელდეს ამნისტიის კანონი, ეს ასახულია კანონში,”- განაცხადა კობახიძემ.











