აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
„ჩვენი მოკავშირის, საქართველოს არჩევნებს ვაკვირდები. მოვუწოდებ ყველას ხმის მიცემისა და სიმშვიდისკენ. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ადგილი არ აქვს თაღლითობას, დაშინებას ან ამომრჩევლის მოსყიდვას. ჩვენი ქვეყნები ძლიერნი და გაერთიანებულნი არიან. ამერიკას საქართველოს იმედი აქვს“, – წერს კინზინგერი Twitter-ზე
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
Watching our ally #Georgia ‘s elections. I encourage all to vote, stay calm, and let the process work. There is no place for cheating, intimidation, or vote buying in a free and fair election. Our nations are strong + united, and America is hopeful for #Georgia … @usingeo
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) October 31, 2020











