პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავა აცხადებს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში კოალიციას არ შექმნის არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობოსთან“.
კუკავას თქმით, მათი პარტია „ნაციონალების“ ან „ოცნების“ დაშლილებიდან აწყობილი არ არის.
„პრაქტიკულად ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ არის არც „ოცნების„ და არც ნაციონალებში აწყობილი პარტია. ჩვენ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ვართ ამ ხელისუფლების ოპოზიციაში“, – განაცხადა კახა კუკავამ.











