„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნები არ შეცვლილა და არც სამომავლოდ შეიცვლება. მისი თქმით, ხელისუფლებასთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.
“ჩვენი პოზიცია იგივეა, ნამდვილად არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ეს არის რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ახალი წესებით, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება”- განაცხადა დეკანოიძემ,
შეგახსენებთ, დღეს ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავს.









